ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას ეხებოდა, დასრულდა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

„დაგეგმილი გვაქვს დიდი დიღმის დასახლების მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება, რაც ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის და კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ტრამვაის ხაზების დემონტაჟი მოხდა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში არის რეგისტრირებული. ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესების შესაბამისად.

„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამი ეტაპისგან შედგება - კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომელთა ჯამური ვადა შეადგენს 36 თვეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775025468

მსოფლიო

რომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში

რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...

რომის პაპჯ

1775024304

მსოფლიო

ნიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...

 სამი ადამიანი დაშავდა

1775023560

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...

 მარკო რუბიო

1775023330

ახალი ამბები

„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დ...

დაკავებადაკავება

1775023222

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.  ბათუმშ...

მზიანი ამინდი