13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებული 18 წლის ბიჭი, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ბოლნისის სასამართლოს გამაოგნებელი გადაწყვეტილება - 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლე ნინო გიორგაძემ 5-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
13 წლის გოგონა ფურცელზე დაწერილი რამდენიმე სიტყვით ოჯახს ატყობინებდა, რომ სახლიდან სამუდამოდ წავიდა და შეყვარებულთან ერთად გაიქცა. კონკრეტული ადგილი, თუ სად მიდიოდა წერილში ნახსენები არ იყო.
გოგონას გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა სამართალდამცველებს მიმართა. ბიძა ქალაქის პოლიციაში მივიდა და სკოლის მოსწავლის სახლიდან ღამით დაკარგვის შესახებ განაცხადა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა.
დაკარგულს პოლიციამ სხვა ქალაქში მიაკვლია. ის 18 წლის მამაკაცმა, რომელიც გოგოს მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, საკუთარი ნათესავის სახლში წაიყვანა. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს პირველად რამდენიმე თვის წინ, მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ.
აღმოჩნდა, რომ ბიჭმა 5 წლით უმცროს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა. სწორედ ამიტომ, უკვე აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა. გამოძიებამ მამაკაცი დააკავა ბრალდებით: თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის კავშირის დამყარებისთვის. 13 წლის გოგო სახლში მეორე დღეს დააბრუნეს.
ბრალის დაზუსტების შემდეგ, საქმეზე მსჯელობა ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო. აღმკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა. საქმის პროკურორის თქმით, მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულის გათავისუფლებამ შესაძლოა საქმეზე მოახდინოს გავლენა. მათ შორის ყურადღება მახვილდება მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე.
საქმეზე შემდგომი პროცესი სექტემბრის ბოლოს ჩაინიშნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო:რუსთავი 2
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"მენატრები ძალიან, ხომ ხარ ჯანზე ისევ? მამა მაგარი იდეა მაქვს როცა შენ გამოხვალ"
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...





























