14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14-17 აპრილის სასესიო კვირაში, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა: გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.
პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იმსჯელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზეც.
კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველი და საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.
1775473509
ახალი ამბებისაქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის პირველ ლედისთან ერთად მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია. მეჰრიბან ალიევასთან ერთად მუზეუმში საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიო...
1775472803
ახალი ამბებიალიევი: გილოცავთ ბატონო პრემიერო - საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა, შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის
საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თა...
1775472310
ახალი ამბებიმუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება
დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ...
1775467815
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 202...
1775466501
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პ...




























