მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც უშუალოდ გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება
საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას განმარტა.
მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც 1300 მეგავატიანი ხაზით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქტიურ ფაზაშია. 1300 მეგავატიანი ხაზი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მისცემს შესაძლებლობას საქართველოში გენერირებულ ელექტროენერგიას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ევროკავშირთან, სადაც იცით, საფასო პოლიტიკა როგორია. საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია დაახლოებით 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში დღეს ივაჭრება ელექტროენერგია ერთი კილოვატ-საათი საშუალოდ 30 ევროცენტიდან და მაღლა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული გაზის მოხმარებასთან, რადგან განსაკუთრებით პიკურ პერიოდში ქვეყანა თბოსადგურების მუშაობისთვის დიდ მოცულობას იყენებს.
მისი თქმით, იანვარი ნათელი მაგალითია, როდესაც პარალელურად რამდენიმე წყაროდან ხდებოდა იმპორტი, რაც ენერგოდეფიციტის სირთულეს აჩვენებს და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ საკმაოდ დიდი მოცულობის გაზის მოხმარება გვჭირდება, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში და იდეაში, შეიძლება ითქვას, ასევე რვა თვის განმავლობაში იმისთვის, რომ გაზის მოხმარებით ვამუშაოთ თბოელექტროსადგურები და გამოვიმუშაოთ ქვეყანაში ელექტროენერგია. იანვრის თვე არის კარგი მაგალითი იმიტომ, რომ იანვარში პარალელური სამი წყაროდან - მეოთხე წყაროდანაც ხდებოდა ელექტროენერგიის რეჟიმულად და პარალელურად ჩვენს ქვეყანაში იმპორტი და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორი სირთულის წინაშე დგება ქვეყანა, როდესაც დეფიციტი აქვს და ამხელა დეფიციტი აქვს ელექტროენერგიის, სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ერთად ვიზრუნოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ფასების გამჭვირვალობასა და სამომხმარებლო ტარიფებზე ზემოქმედებას, თუმცა, პარალელურად აუცილებელია ახალი დადგმული სიმძლავრეებისა და ქსელის განვითარება.
„რაც შეეხება ფასების გამჭვირვალობას და რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პროექტები, რომლებიც დღეს უკვე აქტუალურია და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს პროექტები უნდა განვითარდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამომხმარებლო ტარიფებზე ნებისმიერი პროექტის გავლენას, თუმცა აქვე, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ახალი დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, უშუალოდ ქსელის განვითარებას.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მიერ იქნება ინვესტირებული 1,5 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ მოემსახურება გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური ენერგოდისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- აღნიშნა მინისტრმა.
1775326242
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ
იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1775325012
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული
დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქა...
1775324523
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...
1775324036
საზოგადოებაპრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და...
1775322738
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 10-წლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა
გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტე...



























