მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება
დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ.
1775465506
ახალი ამბებიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. ინფორმ...
1775463725
ახალი ამბებიკახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა. თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქონები...
1775462600
ახალი ამბებიკახა კალაძე: საწვავის ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება. ამის შესახებ მერმა ჟ...
1775462350
ახალი ამბებიჩაქვში მანქანა ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა
ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ჩაქვში გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება...
1775461660
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფ...































