2021 წლის ოქტომბერში 13.7%-ით მეტი ფული გადმოირიცხა - ყველაზე მეტი გზავნილი ქვეყანაში, იტალია, საბერძნეთი და გერმანიიდან შემოვიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 13.7 პროცენტით მოიმატა და 206.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 26.9 პროცენტით, 30.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
"საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით 1037.6 პროცენტით ყირგიზეთიდან და 306.2 პროცენტით ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდნენ, რომელთა წვლილი მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 3.1 და 3.1 პროცენტული პუნქტებით აისახა.
ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან მცირედით გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან და უკრაინიდან შემცირდა.
საანგარიშო თვეში ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 14.8 პროცენტით მოიმატა, რაც, ძირითადად, 20.2 პროცენტით იტალიიდან და 37.6 პროცენტით გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.
საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა ზომიერად შემცირდა.
დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა 11.6 პროცენტით აშშ-დან და 10.9 პროცენტით ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 41.1 პროცენტით ევროკავშირის ქვეყნები, 17.5 პროცენტით რუსეთი და 11.5 პროცენტით აშშ წარმოადგენდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ცნობისთვის, ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობის მიერ ქვეყანაში გამოგზავნილი თანხებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 რატომ ვერ ჩაიტანა ქართული ღვინის სააგენტომ ბერლინის ფესტივალზე ღვინო? - განმარტებები

1794129543
მსოფლიოFinancial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...
1794128405
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო...
1794127280
საზოგადოებადავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპ...
1794125485
მსოფლიოტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარ...
1794123143
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს...


























