Financial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, კანონმდებლები საბიუჯეტო ხარჯებსა და ზედამხედველობაზე თავიანთი უფლებამოსილების გამოყენებას გეგმავენ, რათა გაძლიერდეს კიევის მხარდაჭერა და დაწესდეს დამატებითი სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ.
უკრაინის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ იანვარში კონგრესის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებენ. „ენერგეტიკული დახმარება ამ პერიოდში ჩვენი პრიორიტეტების სიის სათავეშია“, - განუცხადა FT-ს წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დემოკრატმა წევრმა.
კანონმდებლები შეეცდებიან, დახმარების პაკეტი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტში (NDAA) ასახონ, რომელიც მიმდინარე კონგრესის უფლებამოსილების ამოწურვამდე უნდა დამტკიცდეს. ორგანიზაცია Razom for Ukraine-ის უფროსი მრჩევლის, მელინდა ჰარინგის განცხადებით, მოსალოდნელია ცვლილებები სანქციების, სადაზვერვო მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ასევე Starlink-ისა და Starfield-ის მიმართულებით.
ამასთან, დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ლინდსი გრემის სახელობის სანქციების კანონში ცვლილებების შეტანა იქნება. აღნიშნული კანონი რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. გასულ თვეს დონალდ ტრამპმა ამ დებულებებიდან მასშტაბური გამონაკლისი დაუშვა, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინთან მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდა.
1794120476
საზოგადოებახან ჭენგი: შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი, საქართველოს ხელმძღვანელობის ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვ...
1794119259
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში
„ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომ...
1794118145
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ს...
1794084120
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა
ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესე...
1794082807
მსოფლიოგერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დიდწილად პუტინის პოზიციაზე და ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული
გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. პისტორიუსის თქმით, ცე...


























