დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს დაუსვამს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კითხვა-პასუხის ფორმატში ოპოზიციური პარტიების ქმედებების ანტიკონსტიტუციური ხასიათი კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთება.
მისი თქმით, ოპოზიციური გაერთიანებები პროცესის გაწელვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას შეეცდებიან, თუმცა ამას ვერ შეძლებენ:
„სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის შინაარსი და დანაშაულების კასკადი, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნის, კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს. შესაბამისად, კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ პარტიების ქმედების ანტიკონსტიტუციური სახე კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება.
ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს მოსარჩელე მხარის კითხვებზე ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ. იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა - ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით ისინი შეეცდებიან თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა
1794118145
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ს...
1794084120
ახალი ამბებინანა კაკაბაძე: ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა
ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესე...
1794082807
მსოფლიოგერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დიდწილად პუტინის პოზიციაზე და ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული
გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. პისტორიუსის თქმით, ცე...
1794082680
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტს დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth...
1794079367
მსოფლიოკრაკოვში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს. მალოპოლსკის საევოვოდოს გუბერნატორის იან კლეჩ...



























