თბილისის მერმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა

„გჯეროდეთ, ოცნებები ხდება, მე ეს ოცნება ათი წლის შემდეგ ამიხდა. მადლობა თქვენ ამისთვის“, - ამ სიტყვებით შეეგება უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავა თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც დღეს მის ოჯახს სარგებლობის უფლებით ბინა გადასცა.

როგორც ხოჯავამ საუბრისას აღნიშნა, მისი ოჯახის ათი წლის ოცნება თბილისის მერიის შესაბამისმა პროგრამამ რეალური გახადა.

„ბავშვები პატარები მყავდნენ, ბინა რომ დავკარგეთ. დღეს ვფიქრობ, რომ ოცნებები ხდება. მე ეს ოცნება ამიხდა ათი წლის შემდეგ. 2016 წელს შევიტანეთ განცხადება მერიაში. ამდენი წლის შემდეგ საერთოდ აღარ მქონდა იმედი. კახა კალაძემ დიდი სიკეთე გამიკეთა და ვისურვებ, ეს სიკეთე დაბრუნებოდეს. ყველას მოვუწოდებ, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, არ დაყაროს ფარ-ხმალი. მე ბევრი ვიბრძოლე მთელი ჩემი ცხოვრება. ყოველთვის მეგონა, რომ სულ მარტო ვიყავი, მაგრამ ახლა ამდენი ადამიანია ჩემს გვერდით და ჩემი ოცნება ასე ხილულად ახდა. ბინა სრულად მოწყობილი და აღჭურვილი დაგვხვდა და როგორ შეიძლება, მადლობელი არ ვიყო. ბატონმა კახიმ გააკეთა სასწაული და მინდა, ჩვენი მოსახლეობა ენდოს მას“, - აღნიშნა ნინო ხოჯავამ.

კახა კალაძემ ოჯახს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა.

„გილოცავთ ახალმოსახლეობას. კარგად მესმის, რას ნიშნავს საკუთარი ჭერი - ეს არის სიმშვიდის, სტაბილურობის და განვითარების საფუძველი. მინდა, ვუსურვო წინსვლა და წარმატებები თქვენს ოჯახს და ასევე ვისურვო, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონოდეს უსახლკარობის პრობლემა. ჩვენ რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომავალშიც დაგეხმარებით და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი უერთდება თქვენს სიხარულს და არის უსაზღვროდ ბედნიერი. ჩვენთვისაც იმხელა სიხარულია, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, გაკეთებული საქმეებით სხვას რომ ვაბედნიერებთ. როგორც იცით, უსახლკაროთა ბინებით დაკმაყოფილების პროგრამა იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო დაპირება, რაც დღეს წარმატებით ხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნინო ხოჯავა ახალ ბინაში შვილებთან - თამარ და ქეთევან ნიკოლაძეებთან ერთად იცხოვრებს. ბინა სრულად გარემონტებულია და საჭირო ავეჯითა და სამზარეულოს ტექნიკით არის აღჭურვილი.

ოჯახს თბილისის მერიის უწყებათაშორისი კომისიის მიერ უსახლკაროს სტატუსი რამდენიმე წელია მიენიჭა და საცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

წელს საცხოვრებელი უსახლკაროს სტატუსის მქონე 40 ოჯახს გადაეცა. 12 ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერი ხოჯავას ოჯახს „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ დირექტორ გოჩა მინდიაშვილთან ერთად სტუმრობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794123143

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს

„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს...

მარიამ ქვრივიშვილი

1794122215

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სა...

მარიამ ქვრივიშვილ

1794121199

საზოგადოება

ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციას, განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში

„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...

ხან ჭენგი

1794120476

საზოგადოება

ხან ჭენგი: შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი, საქართველოს ხელმძღვანელობის ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვ...

ხან ჭენგი ხან ჭენგი

1794119259

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში

„ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომ...

ირაკლი კობახიძ