დონალდ ტრამპი: ირანის მახლობლად დიდი არმადა გვყავს, უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან გარიგებით არის დაინტერესებული.

ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია“ და აღნიშნა, რომ მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა.

„ჩვენ ირანის მახლობლად დიდი არმადა გვყავს. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან. მათ გარიგების დადება სურთ. მე ეს ვიცი. მათ მრავალჯერ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამ თვის დასაწყისში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანში ურანის გამდიდრების აკრძალვას, უკვე გამდიდრებული ურანის ამოღებას, თეირანის შორი მოქმედების რაკეტების მარაგის შეზღუდვას და ისლამური რესპუბლიკის მიერ რეგიონში მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას.

თეირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს პირობები კატეგორიულად უარყო.

ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, Axios წერს, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაარტყამს თუ არა ირანს, მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ ამას გააკეთებდა, თუ რეჟიმი მომიტინგეებს მოკლავდა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1769460977

მსოფლიო

მერცი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე: ძალის გამოყენების ასეთი დონე აშშ-ში შემაშფოთებელია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში იმიგრაციის აგენტების მიერ ჩადენილი ბოლო გახმაურებული მკვლელობის გამო. მერცმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მინეაპოლისში გა...

ფრიდრიხ მერცი

1769459403

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა შესაძლოა, 1-ელ თებერვალს გაიმართოს

უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა შესაძლოა, კვირას, 1-ელ თებერვალს, გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამო...

ზელენსკიზელენსკი

1769457062

მსოფლიო

მერცმა მინესოტას შტატში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მინესოტას შტატში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებს „შემაშფოთებელი“ უწოდა. კანცლერმა ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამ...

მერცმა მინესოტას შტატში

1769456207

მსოფლიო

The Times of Israel: რან გვილის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს - 2014 წლის შემდეგ პირველად ღაზაში მძევლები აღარ არიან

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ბოლო დაღუპული მძევლის, უფროსი სერჟანტის რან გვილის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას სექტორში ისრაელელი მძევლები აღარ არიან. სამხედროების თქმ...

რან გვილის ცხედარი

1769453004

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან ვიპოვეთ ღაზაში ბოლო მძევლის ცხედარი, დავიბრუნეთ 20-ვე ცოცხალი მძევალი და ყველა დაღუპული, უმეტესობას ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას სექტორიდან ბოლო დაღუპული მძევლის დაბრუნებას ეხმაურება. „ახლახან ვიპოვეთ ღაზაში ბოლო მძევლის ცხედარი. ამრიგად, დავიბრუნეთ 20-ვე ცოცხალი მძევალი და ყველა დაღუპული!...

ტრამპიტრამპი