აფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, ქსენოფონტრეს მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ალექსის შეხვდნენ.
,,მსურს გულითადი სიხარული გამოვხატო იმ ღირსშესანიშნავი ფაქტის გამო, რომელიც ჩვენს მონასტერში მოხდა. ერისკაცობაში ირაკლი რუხაია აღიკვეცა მონაზვნად და ემილიანოსის სახელი მიიღო.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ქართველი სასულიერო პირებისა და დელეგაციის სხვა წევრებისთვის სწორედ აღკვეცის ცერემონია გახდა წმინდა მთაზე მობრძანების საფუძველი.
ვიმედოვნებ, რომ ათონის მთიდან თითოეული მათგანი წაიღებს წმინდანთა ლოცვა-კურთხევას. ჩემს მხრივ კი, გიგზავნით წმინდა გიორგის ლოცვა-კურთხევას საქართველოში.“ - განაცხადა შეხვედრაზე ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ალექსიმ.
შეხვედრაზე მინისტრმა დავით ფაცაციამ, ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვარს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის, მისი როლისა და დამსახურებისთვის მართლმადიდებელ სამყაროში და აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევისთვის.
„გვქონდა უდიდესი პატივი ათონის მთაზე, ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დავსწრებოდით.
ვიზიტის ფარგლებში, მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ალექსის შეხვდით, ვისაბურეთ საერთო სარწმუნოებასა და ერთობის მნიშვნელობაზე.
წმინდა ათონის მთა, იქ მოღვაწე მამების ლოცვა უდიდესი მადლისა და ძალის მქონეა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, მათი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, ჩვენი სულიერი სიმტკიცით და ერთობით, ძალიან მალე მივაღწევთ ეროვნულ მიზანს - ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას და გამთლიანებას“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
1754212845
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...
1754211194
ახალი ამბებირუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შ...
1754210574
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას
„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...
1754208224
საზოგადოებაშოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეო...
1754207553
ახალი ამბებისამცხე-ჯავახეთში გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინის...