თენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება.
შარმანაშილი იხსენებს იმ დროს, როდესაც კონსტიტუციაში შევიდა შესწორება და ქორწინების ცნება დაკონკრეტდა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიცია მაშინ აცხადებდა, რომ ეს გამოგონილი თემები იყო.
მისივე თქმით, დამტკიცდა, რომ ეს პრობლემა არსებობს.
„2017 წელს კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება - რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობა. მაშინ გახსოვთ ე.წ. ჩვენი ოპოზიციის, სინამდვილეში ულტრარადიკალური ოპოზიციის ნარატივები? ისინი ამბობდნენ, რომ ეს გამოგონილი თემებია, არავინ არავის არაფერს სთხოვს, ამათმა თავისი პოლიტიკური ბენეფიტების მიღების მიზნით მოიგონეს ეს თემა - ყალბი აღმოჩნდა? ერთ-ერთ პირობად ერს, რომელსაც აქვს ასი ათასობით მსხვერპლი გაღებული ევროპის უსაფრთხოებისთვის, ხომ თვითონვე ამბობენ, რომ ჩვენს მაგივრად და ჩვენს გამო იბრძვიან, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა განიცადა, მილიონობით ლტოლვილი ჰყავს, იმას შეიძლება დამატებით ეს პირობა წაუყენო? გამოვიდეს ყველა და თუ ასეთი ვაჟკაცები და პირდაპირები არიან და თავისი ღირებულებების დამცველები, თქვან, რომ არ ვეთანხმებით ხელისუფლებას, ჩვენ მომხრე ვართ, კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს კონსტიტუციით - თქვან, რატომ ვერ ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას ამას? იმიტომ, რომ ატყუებენ. ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს. აგერ დამტკიცდა, რომ არსებობს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1754210574
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას
„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...
1754208224
საზოგადოებაშოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეო...
1754207553
ახალი ამბებისამცხე-ჯავახეთში გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინის...
1754204566
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა დასა...
1754203336
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა შიდა და საერთაშორისო დონეზე არის დადასტურებული, „თაღლითების პარტიის“ წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა
„უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა - ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1...