შალვა პაპუაშვილი: სექტემბერში შოვში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო და პანაშვიდს დაესწრო.

„ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მზიმე დღეები, სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა. გვახსოვს ეს ტრაგედია და ამავე დროს გვახსოვს ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივთა რეაქციები და მათი მისვლა ადგილზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმები, სამხედროები, პოლიცია. იცით, მაში სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც ტრაგედიასთან ერთად გაურკვევლობაც ბევრი იყო და შესაბამისად რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც.

მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რათა ის პირობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავის ოჯახის წევრებს, შესრულებულიყო, არ დარჩენილიყო არც ერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და მის დატირებას ვერ შეძლებდა.

დღეს აქ მემორიალის მშენებლობის პროცესიც ვნახეთ. სექტემბერში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშნებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის და ასევე აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ.

მინდა ამ მომენტით ვისარგებლო და მასინ ყველა იმ მეხანძრე-მაშველს, ყველა ექიმს, ყველა სამხედროს, პოლიციელს, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, ვინც ჩართული იყო ამ სამაშველო ოპერაციაში, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ. აი, მაშინ აღმოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია და ერთობლივი ძალებით, დაუღალავად, დღისითა და ღამით, მუშაობდა ყველა, რომ ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავის ოჯახის წევრებს, ჰქონოდათ პასუხები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754217309

ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სად...

აფხაზეთის მთავრობის წევრები

1754216007

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია

 ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...

გიორგი ვოლსკი

1754212845

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...

თენგიზ შარმანაშვილი

1754211194

ახალი ამბები

რუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754210574

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას

„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...

ირაკლი ქადაგიშვილი