ახალციხეში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს, სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კაცმა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ.
დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კაცს, რომელიც დანაშაულის ჩადენის დღეს დააკავეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" პრიმა და "ვ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახური ძალადობა).
ასევე დაგაინტერესებთ:
1754411202
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა...
1754408868
ახალი ამბებიირაკლი შენგელია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა. მისი თქმით, ამას ადასტუ...
1754408553
ახალი ამბები2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალა...
1754406434
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე...
1754404594
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე
„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი სა...