ალბათ ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძესაც დააბრუნებენ - ოპოზიცია ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნებაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის საქართველოში ჩამოყვანას ეხმაურება.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ლევან მამალაძეს "რაღაცნაირად გაძლიერებაში" გამოიყენებს:
"ლევან მამალაძემ ოცნებას რა უნდა უშველოს, მაგრამ მე ის უფრო მიკვირს, აქამდე რატომ არ ჩამოვიდა. მალე ალბათ ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძესაც დააბრუნებენ. ესენი ქოციზმის მიმდევრები არიან. შესაბამისად, როცა ეს კაცი ამბობს, რომ პოლიტიკასთან ახლოს ვიქნები, ეს იმას ნიშნავს, რომ "ოცნების" გაძლიერებას რაღაცნაირად ხელს შეუწყობს"- განაცხადა ცისკარიშვილმა.
"გირჩს" ლიდერი, იაგო ხვიჩია კი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ამნისტია, უნდა შეხებოდა მათ, ვინც ციხეში იხდიან სასჯელს. ამასთან პოლიტიკოსი ამბობს, რომ "19 წელი დევნილობაში ყოფნა, არცერთ შემთხვევაში პატარა სასჯელი არ არის".
"არ ვიცი მამალაძე გამოადგება თუ არა რამეში, მაგრამ ქართული ოცნება ზოგადად ყველაფერს იყენებთ თავისი მიზნების მისაღწევად"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების გაქცეული მაღალაჩინოსანი თბილისში "ტვ პირველმა" გუშინ დააფიქსირა. მრავალი მილიონის დატაცებისთვის მსჯავრდებული ლევან მამალაძე რომელიც ქვეყნიდან 2003 წელს გაიქცა და 17 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, "ქართული ოცნების" ამნისტიის შედეგად უკან დაბრუნდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებამ" ამნისტია საგანგებოდ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის გამოაცხადა და 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის ყველას ყველაფერი აპატია.
საქართველოში დაბრუნებული მამალაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში შესვლას, თუმცა პოლიტიკასთან იქნება.
წყარო:ტვ პირველი
ასევე წაიკითხე:
🔵ტრაპიზონთან ავარიის დროს დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი, საშუალო სიმძიმის
🔵როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - 19 მაისის პროგნოზი
1793970371
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793967219
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...
1793966197
საზოგადოებანინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში
არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...
1793964326
საქართველოჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...
1793963577
საზოგადოებაგიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკ...


























