მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2027 წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს აღნიშნავენ. მიმდინარე წელს კი გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმებები.
მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ. საუბარი შეეხო შანხაის განვითარებაში ხან ჭენგის საქმიანობასა და წვლილს, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას. მხარეებმა საქართველოში ჩინეთის ახალი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, ჩინური ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის პოტენციალს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმას. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა აკადემიური პროგრამების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო კავშირების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ და ჩინეთის მონაწილეობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მხარეებმა დააფიქსირეს მოლოდინი, რომ მაღალი დონის დიალოგი და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
1793964326
საქართველოჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...
1793963577
საზოგადოებაგიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკ...
1793962301
ახალი ამბებისასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის...
1793958201
მსოფლიოDW: ჯორჯია მელონი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, რომ მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში ომის დასრულები...
1793957424
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად,...


























