ალექსანდრე რაქვიაშვილი: არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა

 „მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა, ხალხის მუხტი მოკლა,“ - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ საუბრისას განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ ესწრებიან „გირჩის“ წევრები ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს.

რაქვიაშვილის თქმით, თუ მართლა სურს ზურაბიშვილს ოპოზიციის დახმარება, ის დებატებისა და დისკუსიების ფასილიტატორი უნდა იყოს.

„ბოლოს პრეზიდენტს შევხვდი დაახლოებით 1 წლის წინ. ჩემი პოზიცია შეხვედრაზეც დავაფიქსირე, არ შეიძლება უბრალოდ დოკუმენტების მიღება, აუცილებელია საჯარო დისკუსია. ვთხოვე კიდეც პრეზიდენტს თუ მართლა უნდა დაეხმაროს ოპოზიციას, დისკუსიების, დებატების ფასილიტატორი უნდა იყოს.

ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ ქარტია რომ გააკეთეს. გინდა-არ გინდა რომ უნდა მოაწერო თურმე ხელი, „ჭეშმარიტება“ არის, ლამის წმინდა წერილი... {სტილი დაცულია}

ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲨᲐᲜᲡᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲖᲣᲠᲐᲑᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲛᲔᲗᲐᲣᲠᲝᲑᲘᲗ ᲠᲐᲛᲔ ᲒᲐᲛᲝᲕᲐ. ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲛᲘᲖᲔᲖᲘ, ᲒᲐᲘᲮᲡᲔᲜᲔᲗ ᲠᲐᲘᲛᲔ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲐ ᲥᲐᲚᲑᲐᲢᲝᲜᲘ ᲡᲐᲚᲝᲛᲔᲡᲘ. ᲛᲝᲕᲘᲡᲛᲘᲜᲔ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲠᲘᲒ ᲡᲐᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲪᲘᲝ ᲨᲢᲐᲑᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲔᲜ, ᲡᲐᲛᲘ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲨᲢᲐᲑᲘ ᲘᲧᲝ ᲥᲐᲚᲑᲐᲢᲝᲜᲘ ᲡᲐᲚᲝᲛᲔᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐ ᲘᲛᲣᲨᲐᲕᲐ ᲓᲐ ᲠᲐ ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲪᲘᲐ ᲛᲝᲮᲓᲐ? ᲐᲜ ᲥᲐᲠᲢᲘᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲠᲝᲛ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲔᲡ, ᲕᲘᲜᲛᲔᲛ ᲒᲐᲐᲠᲩᲘᲐ ᲠᲐ ᲬᲔᲠᲘᲐ ᲘᲛ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲨᲘ? ᲐᲛ ᲐᲛ ᲬᲣᲗᲡ ᲒᲔᲒᲛᲐ ᲠᲝᲛ ᲓᲐᲓᲝ ᲥᲐᲚᲑᲐᲢᲝᲜᲛᲐ ᲡᲐᲚᲝᲛᲔᲛ, ᲕᲘᲜᲛᲔᲛ ᲘᲡᲐᲣᲑᲠᲐ ᲐᲛ ᲒᲔᲒᲛᲘᲡ ᲐᲓᲔᲙᲕᲐᲢᲣᲠᲝᲑᲐᲖᲔ? როგორც მინიმუმ, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა ხალხის მუხტი მოკლა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741724308

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში კვლავ მიიწვევს. მანამდე უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, დრო...

ტრამპი და ზელენსკი

1741721189

მსოფლიო

მარკო რუბიო - უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რომელიც დღეს საუდის არაბეთში გაკეთდა, ამ შეთავაზებას რუსებს წარვუდგენთ და იმედი გვაქვს, დათანხმდებიან, ახლა ბურთი მათ მხარესაა

 უკრაინელებმა მიიღეს შეთავაზება, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დე...

მარკო რუბიო

1741720437

მსოფლიო

უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზად არის, აშშ კი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას განაახლებს

 უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. აღნიშნულის შე...

უკრაინა და აშშ

1741717890

ახალი ამბები

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

 ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მი...

პოლიცია

1741716990

ახალი ამბები

„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია

 თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...

ხანძარი ბათუმში