“ალტ-ინფოს” ტელევიზია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს
11 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე “ალტ-ინფოს” ტელევიზია არ შეუშვეს.
ინფორმაციას თავად ეს ტელეარხი ავრცელებს.
პრორუსული ორგანიზაცია "ალტ-ინფო" გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებით.
გუშინდელ ბრიფინგზე მისი გადამღები ჯგუფის არშეშვების გამო კი არხზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.
პრორუსულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს.
"უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას...
ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის სირცხვილი ხართ.
ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ "ალტ-ინფო" ბრიფინგზე არ შეუშვეს.
სხვა სიახლეები:
⬛ "აგრესორმა მარიოპულში ქიმიური იარაღი გამოიყენა" - რას წერს ქართველი ლეგიონერი უკრაინაში ვითარებაზე
1795846497
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1795811954
მსოფლიო„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...































