„ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.
„სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.
აღნიშნული განგაშის სისტემა მდ.დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისთვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
1786634849
ახალი ამბებიშსს: სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას - დევდორაკის ხეობაში დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებ...
1786633476
ახალი ამბებისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აგვისტოში გასამართი მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აგვისტოში გასამართი მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო. აგვისტოს მიწურულს ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი შეხვ...
1786632654
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად
„პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსმჭვრეტელი პოლიტიკ...
1786630264
ახალი ამბებიავარია ხაშურის მიმდებარედ - არის მსხვერპლი
ხაშურის მიმდებარედ ავტობანის ტერიტორიაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხადა, ავარია მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შე...
1786628833
ახალი ამბებისაფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა „დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პ...































