ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს.
პატრიარქი აფრემ II ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და ხაზს უსვამს მის მრავალწლიან ღვაწლს.
წერილში აღნიშნულია, რომ ილია II ათწლეულების განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ქრისტეს ვენახში და იყო „გონიერი განმგებელი საღვთო საიდუმლოებისა“.
სირიის პატრიარქი იხსენებს მის სიმშვიდეს, თავმდაბლობასა და სამოციქულო სიმამაცეს, რომლითაც იგი უძღვებოდა სამწყსოს განსაცდელებისა და ცვლილებების დროს.
უწმინდესი იგნატიუს აფრემ II სირიის ეკლესიის წმინდა სინოდისა და მრევლის სახელით თანაგრძნობას უცხადებს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„მან იბრძოლა კეთილი ბრძოლა, დაასრულა სარბიელი და შეინარჩუნა რწმენა. დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილმა მწყემსმა, რომელსაც იგი ასე ერთგულად ემსახურა, მიიღო მისი სული თავის საუკუნო სასუფეველში“, - ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში.
სირიის პატრიარქი ლოცულობს საქართველოს ეკლესიის ერთობისა და მშვიდობისთვის ამ მძიმე წუთებში.
Catholicos-Patriarch Ilia II of all Georgia: “a devoted shepherd and prudent steward of the divine mysteries”
— Mor Aphrem II (@MorAphremII) March 18, 2026
May his soul rest in eternal peace pic.twitter.com/wqo0qfJL5d
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...































