„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“ - ირაკლი კობახიძე

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში.

„გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ასევე, დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739367559

ახალი ამბები

საბერძნეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი მეოთხე მცდელობაზე აირჩია

ბერძენმა კანონმდებლებმა მეოთხე და ბოლო რაუნდში აირჩიეს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. ტასულასმა პარლამენტში გამართულ არჩევნებში 160 ხმა მიიღო. კე...

კონსტანტინოს ტასულასი.

1739366353

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8004 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1739365402

ახალი ამბები

იტალიური ჟურნალი საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს

ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს. პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხ...

დათო მაღრაძე

1739363850

ახალი ამბები

„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს“ - ზაალ ანჯაფარიძე

„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან“ ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი“,- წერს ექსპე...

ააა

1739361648

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართულ და მალაიზიუ...

 მალაიზიაში საზღვრის კვეთა