ტრამპი: ახლახან მქონდა უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პუტინთან - შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს

მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვადასხვა საკითხი. ჩვენ გავიხსენეთ ჩვენი ერების დიად ისტორიაზე და იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ერთად ასე წარმატებით ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომის დროს, გავიხსენეთ, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი და ჩვენც ასევე დავკარგეთ ძალიან ბევრი!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ძლიერ მხარეებზე და იმ დიდ სარგებელზე, რაც ერთ დღეს გვექნება ერთობლივი მუშაობით. მაგრამ პირველ რიგში, როგორც ჩვენ ორივე შევთანხმდით, ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი, რომელიც ხდება რუსეთთან/უკრაინასთან ომში. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი კამპანიის დევიზიც კი გამოიყენა: „საღი აზრი“. ორივეს ძალიან გვჯერა ამის. შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის დარეკვით, რათა შევატყობინოთ მას საუბრის შესახებ, რასაც მე ახლა გავაკეთებ. მე ვთხოვე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს და ელჩს და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, წარმართონ მოლაპარაკებები, რომლებიც, ჩემი აზრით, წარმატებული იქნება. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა, ამიტომ ის უნდა დასრულდეს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა წარმატებულ დასრულებამდე მიგვიყვანს, იმედია მალე!“ - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739367178

ახალი ამბები

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“ - ირაკლი კობახიძე

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

ირაკლი კობახიძე

1739366353

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8004 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1739365402

ახალი ამბები

იტალიური ჟურნალი საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს

ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს. პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხ...

დათო მაღრაძე

1739363850

ახალი ამბები

„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს“ - ზაალ ანჯაფარიძე

„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან“ ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი“,- წერს ექსპე...

ააა

1739361648

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართულ და მალაიზიუ...

 მალაიზიაში საზღვრის კვეთა