„აშშ-თან ერთად ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ - ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ

 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან საუბრის დროს მათ  შემდგომი კონტაქტები განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, ჩვენს მზადყოფნაზე, ვიმუშაოთ გუნდურ დონეზე, ჩვენს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დრონებსა და სხვა თანამედროვე წარმოებაზე. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის დაინტერესებისთვის, თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან განიხილა მისი საუბარი აშშ-ის სახაზინო მდივანთან სკოტ ბესენტთან, რომელიც უკრაინაში ჩავიდა მინერალების შესახებ შეთანხმების განსახილველად. აშშ-ის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მას პუტინთან საუბრის დეტალები გააცნო.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას „ყველაზე მეტად სურს მშვიდობა“.

„ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და გრძელვადიანი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მოდით, ეს დავასრულოთ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნოთ შემდგომი კონტაქტი და დავგეგმოთ მომავალი შეხვედრები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1739367178

ახალი ამბები

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“ - ირაკლი კობახიძე

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

ირაკლი კობახიძე

1739366353

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8089 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8004 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1739365402

ახალი ამბები

იტალიური ჟურნალი საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს

ცნობილი იტალიური ჟურნალი MicroMega დღევანდელ ნომერში საქართველოს შესახებ პოეტ დათო მაღრაძის წერილს - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“, აქვეყნებს. პუბლიკაციაში მაღრაძე პუბლიცისტ მარკო სკარდოვის კითხ...

დათო მაღრაძე

1739363850

ახალი ამბები

„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს“ - ზაალ ანჯაფარიძე

„როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ „ბაბლთან“ ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი“,- წერს ექსპე...

ააა

1739361648

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა (E-GATE) ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქართულ და მალაიზიუ...

 მალაიზიაში საზღვრის კვეთა