არჩილ გორდულაძე ევროკავშირის საელჩოს პოსტზე: ეს მილოცვა არ არის, ეს არის კიდევ ერთი წახალისება იმ რადიკალური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ გადატრიალების მოხდენის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აფასებს. არჩილ გორდულაძის თქმით, ეს არის არა მილოცვა, არამედ რადიკალური ძალების წახალისება.
„ჩვენ არ გვჭირდება ასეთი სახის მილოცვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს - სახელმწიფო დროშას ეხება საკითხი, ისეთი მიუღებელი ფორმით, როგორიც არის ძალადობრივი აქციაზე გადაღებული.
ეს მილოცვა არ არის, ეს არის კიდევ ერთი წახალისება იმ რადიკალური ძალებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ გადატრიალების მოხდენის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ ყურმოჭრილი მონებივით დაემორჩილონ ყველას, გარდა ქართველი ხალხისა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.
როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს“ ზეიმობენ. საქართველოს ჰიმნის ფონზე კი, გამოყენებულია 2024 წელს, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციებიდან კადრები.
1768421493
მსოფლიოდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ: ჯერჯერობით არ გამოგვივიდა აშშ-ის პოზიციის შეცვლა - ცხადია, რომ პრეზიდენტ ტრამპს გრენლანდიის დაპყრობის სურვილი აქვს
„ცხადია, რომ პრეზიდენტ ტრამპს გრენლანდიის დაპყრობის სურვილი აქვს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ნებისმიერმა მო...
1768418857
მსოფლიოზელენსკი: უკრაინის ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდება
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების მძიმე შედეგების გამო, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინულ...
1768416613
მსოფლიო„სქაი ნიუსის“ ცნობით, კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან დიდ ბრიტანეთს სამხედრო პერსონალი გაჰყავს
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს. „ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ბაზირებისა და განლაგების დეტალებზე, უსაფრთხოების გამო. დიდი ბრიტანეთი ყო...
1768414285
მსოფლიოსაფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის
საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ რადიოინტერვიუში განაცხადა. საფრანგეთის დიპლომატიური მისია გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში 6...
1768411786
მსოფლიოაშშ ახლო აღმოსავლეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ
საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ გაავრცელა უსაფრთხოების განგაში, რომელშიც სამეფოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს რეგიონში სამხედრო ობიექტებს მაქსიმალურად მოშორდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკე...






























