არჩილ გორდულაძე: ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო, რაც ტყუილია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილის განცხადება პარტიის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი დეპუტატების მანდატების ავტომატურად შეწყვეტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი განმარტებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

„ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო. ტყუილია. ასეთი ცვლილება საერთოდ კანონში არ წერია - ერთი და მერე მეორე - კონსტიტუციის პირდაპირ წინააღმდეგო იქნება იმიტომ, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად არ ხდება, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.

საკანონმდებლო ცვლილებებში გაწერეს, რომ გაუქმებული პარტიის ქონება გადადის სახელმწიფო ხაზინაშიო და ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს გააკეთაო. ტყუილია, ასეთი ჩანაწერი ამ კანონის მიღებისთანავე, ანუ 1997 თუ 1996 წლიდან არსებობს, 30 წელია, ეს ჩანაწერი არის“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793106271

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რადგან სასამართლო სხდომაზე ამდენი ტყუილის მოსმენა უწევს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან

„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა უწევს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, მათ შორის, იმაზე, რომ თურმე სისტემური და სისტემატური წამ...

არჩილ გორდულაძე

1793106265

მსოფლიო

რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის. როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ში დიზელით დატვირთული...

რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის

1793105367

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე

ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ფინეთის...

დავით მათიკაშვილი

1793104361

ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე: გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო. მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებულ...

ლაშა აბაშიძე

1793104109

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: „თბილისი ცენტრალი“ რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა

„თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელია...

თამარ იოსელიანი