თამარ იოსელიანი: „თბილისი ცენტრალი“ რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა

„თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე განახლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რკინიგზის სადგურების რეაბილიტაციაა.

„ჩვენი მიზანია, განვაახლოთ არამხოლოდ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობები, არამედ ქვეყნის მასშტაბით განახლდეს სრულად სადგურები და შევძლოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და მგზავრებს შევთავაზოთ კომფორტული და ხარისხიანი სერვისები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი აღნიშნავს, რომ „თბილისი ცენტრალი“ რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი განახლება უმნიშვნელოვანესია, რადგან სადგური ყოველდღიურად ძალიან ბევრ მგზავრს მასპინძლობს.

„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი მიზანია - საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა და შევძლოთ, მგზავრებს, თუ მოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული, ხარისხიანი და შესაბამისად, მგზავრზე ორიენტირებული სერვისები“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

თბილისი ცენტრალის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი, საფეხმავლო კიბის ნაცვლად ოთხი ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. ასევე, განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები და სხვა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია, სამუშაოები 2027 წლის შემოდგომაზე დასრულება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793105367

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე

ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ფინეთის...

დავით მათიკაშვილი

1793104361

ახალი ამბები

ლაშა აბაშიძე: გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო. მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებულ...

ლაშა აბაშიძე

1793102312

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: სანამ ქვეყნები ლოგიკურ დასასრულამდე მივლენ, მანამდე მოშალეს საერთაშორისო სამართალი, დაანგრიეს და გააუბედურეს არაერთი ქვეყანა

„მთელი ტრაგიზმი ამ განცხადების არის ის, რომ როცა ომი იწყებოდა, ყველამ იცოდა რა იქნებოდა ამ ომის დასასრული“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექ...

ლევან მახაშვილი:

1793101716

საზოგადოება

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მესამე ბრინჯაოს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე – ლაშა გობაძე ფინალურ ბლოკში იასპარეზებს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დასკვნით საშეჯიბრებო დღეს ლაშა გობაძე (87 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.  ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟის...

ლაშა გობაძე

1793101111

ახალი ამბები

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს ბეჰ სუან გინს შეხვდა. ეკონომიკის...

 ირაკლი ნადარეიშვილი