არჩილ გორდულაძე: საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რადგან სასამართლო სხდომაზე ამდენი ტყუილის მოსმენა უწევს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან
„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა უწევს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, მათ შორის, იმაზე, რომ თურმე სისტემური და სისტემატური წამება პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდებოდა, ჩვენ მოგვეჩვენა თურმე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა სასამართლო სხდომაზე არაერთი სიცრუე გააჟღერეს.
„ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ თურმე ბუნებაში არ არსებულა, მოგვეჩვენა რომ ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, სპეციალური ეტლის გამოყენება სჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც მკვდარზე, გარდაცვლილი ადამიანის გვამზე დააბეს და ამ ყველაფერზე ანა წითლიძე საუბრობდა, რომ თურმე ეს ყველაფერი მოგვეჩვენა და არ ყოფილა. თურმე არც ქონება ჩამოურთმევიათ არავისთვის, არც ტელევიზიები ჰქონიათ მიტაცებული. „რუსთავი 2“-ის საქმეზე საერთოდ ის თქვა, რომ არ ჰქონიათ მიტაცებული. ასევე, მტკნარი ტყუილი თქვა, ეუთო/ოდირმა არჩევნები არ აღიარაო, დასკვნაში წერია, რომ თავისუფალი და თანასწორი არ ყოფილა არჩევნებიო, ამ შეფასებას ეუთო/ოდირი 1997 წლიდან აღარ იყენებს. ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, რომ როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო, ტყუილია, ასეთი ცვლილება კანონში არ წერია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად არ ხდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. საკანონმდებლო ცვლილებებში გაწერეს, რომ გაუქმებული პარტიის ქონება გადადის სახელმწიფო ხაზინაში და ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს გააკეთაო, ტყუილია, ასეთი ჩანაწერი ამ კანონის მიღებისთანავე, ანუ 1996-1997 წლიდან არსებობს, 30 წელია, ეს ჩანაწერი არის, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ გვაბრალებს. გვაბრალებს პენიტენციურ დაწესებულებებში თითქოს ადამიანები გააუპატიურესო და ერთ-ერთი ადამიანის განცხადებები და მის გარშემო მთელი ინსინუაციები, რაც საზოგადოებამ იხილა ეს მაგალითად მოჰყავს, მაშინ როდესაც სახალხო დამცველი, პროკურატურა, ყველანი ერთხმად ამბობენ, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ ყოფილა. ახლა ანა წითლიძე გამოდის და ამბობს, ჩვენ ვერანაირად ვერ შეგვერეცხება და ვერ ვიქნებით ასოცირებული „ნაციონალური მოძრაობის“ წამებასთან, ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართო. ამას კადრულობს და ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. როდესაც სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაშინ იწყებ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას და ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერჯერობით არავის გასვლია. ერთი მცდელობა 1940-იანი წლების ბოლოს გაუქმებულ პარტიას და მის ერთ-ერთ იდეოლოგს, გებელსს სჩვეოდა და ჩვენ გებელსისეული პროპაგანდის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გადმოტანის მცდელობა ვნახეთ ქალბატონი ანი წითლიძისა და ბატონი ლევან ბეჟაშვილისაგან“, – განაცხადა გორდულაძემ.
1793106265
მსოფლიორუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის. როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ში დიზელით დატვირთული...
1793105367
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე
ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ფინეთის...
1793104361
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო. მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებულ...
1793104109
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: „თბილისი ცენტრალი“ რეგიონულ კვანძს წარმოადგენს და მისი განახლება უმნიშვნელოვანესია - ჩვენი მიზანია, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული ყველა ინვესტიცია იგრძნონ ჩვენმა მოქალაქეებმა
„თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელია...
1793102312
ახალი ამბებილევან მახაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: სანამ ქვეყნები ლოგიკურ დასასრულამდე მივლენ, მანამდე მოშალეს საერთაშორისო სამართალი, დაანგრიეს და გააუბედურეს არაერთი ქვეყანა
„მთელი ტრაგიზმი ამ განცხადების არის ის, რომ როცა ომი იწყებოდა, ყველამ იცოდა რა იქნებოდა ამ ომის დასასრული“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექ...




























