სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს ჩვენი ჯარების კოორდინატებს გადასცემდა - ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომიდან სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კოორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.
„როინ შავაძის მკვლელობა რომ არ გამოიძიეს, როინ შავაძე ვინ იყო? ხომ არ ბნელა, მართლა, როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში რუსულ დაზვერვას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად, როგორც შკრილნიკოვი გაუშვეს, გევორქიანი გაუშვეს, რატიშვილი გაუშვეს და ასე შემდეგ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
1793041223
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ - ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ორი მხარე - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1793038784
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მოწინავე სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია აქტიური, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები
„ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაერთიანებს შავი ზღვა და ის პროექტები, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობას უკავშირდება“, – ამის შესახებ საგარეო...
1793036987
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ
მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავ...
1793035453
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში
სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან დამხობის სულისკვეთების ის ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრ...
1793033854
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი
ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა...



























