არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა

„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მხრიდან გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა, რათა ხელისუფლებაში თავიანთი დამქაშები მოიყვანონ.

„ამ ყველაფრის აღსრულებას წარუმატებლად ცდილობს ქალბატონი რასა, რომელიც განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით კანონმდებლობა შევცვალეთ. ადამიანმა, რომელსაც რამეს აბრალებენ, თავი კი არ უნდა იმართლოს, არამედ დამბრალებელმა უნდა მოიტანოს შესაბამისი მტკიცებულებები. ქალბატონმა რასამ კეთილი ინებოს და ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანოს ან ბოდიში მოიხადოს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

ამ ადამიანს სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, რადგან ავრცელებს ყველანაირ მორალისგან დაცლილ ტყუილს. ადამიანზე ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ძალადობის მსხვერპლია და შესაბამისი სამედიცინო საშუალებები არ მიეწოდება. ანალოგიური კამპანია იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე შემთხვევაა მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც. ეს ადამიანები ცდილობენ, მართლმსაჯულების პოლიტიზება მოახდინონ, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩაერიონ და ყველაფერი მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია

1752080733

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

1752078848

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

1752077032

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება - სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა

ევროპის პარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ღირებულე...

შალვა პაპუაშვილი