აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს, 24 აგვისტოს, გამოაცხადებს, რასაც ვაშინგტონი „მსოფლიოს ისტორიაში კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას“ უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Financial Times-ს განუცხადა.

24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადებს.

„ჩვენ ახლა საბოლოო ფაზაში შევდივართ. გამთენიისას დაიწყება „ეკონომიკური D-დღე“ - მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ოდესმე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანია, გადავჭრათ ყველა ეკონომიკური არტერია, რომელიც მხარს უჭერს ტირანულ რეჟიმს, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“, - განაცხადა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა მიანიშნა, რომ ამერიკული სანქციების სამიზნე შესაძლოა, გახდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ირანს არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან, კერძოდ, ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისა და შესყიდვის კუთხით.

„ისინი თვალს ხუჭავენ საწვავის საზღვაო გადაზიდვებსა და მათი ბანკების უკანონო გამოყენებაზე, ამავდროულად, მალავენ თავიანთი თანამონაწილეობის ხარისხს... მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რეჟიმისთვის დათმობები უფრო უსაფრთხო გზაა. თუმცა ისინი უნდა დაფიქრდნენ ასეთი რეჟიმის მხარდაჭერის შედეგებზე“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787548232

ახალი ამბები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი შვილისთვის სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფ...

 სკოლის ფორმა

1787517950

ახალი ამბები

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა...

კონსტიტუციის დღე

1787516624

მსოფლიო

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფრანების გაშვება“ - ნეთანიაჰუ და კაცი „ჰამასს“ აფრთხილებენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი „ჰამასს“ აფრთხილებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით ფრანების გაშვების გაგრძელების შემ...

 ფრანების გაშვება

1787515899

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში განხორციელებულ დარტყმებს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში „ჰამასის“ იარაღის წარმოების ობიექტი დაბომბეს და დაჯგუფების ერთი მეთაური მოკლეს. მათივე ცნობით, განხორ...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1787514123

ახალი ამბები

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა მოჭიდავემ 97კგ...

კონსტანტინე პეტრიაშვილი