რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
მინისტრმა აბასთუმნის შემოვლითი გზის, ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აბასთუმნის ურბანული განახლების პროგრამით დაგეგმილი სამუშაოებიც განიხილეს.
აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში არსებული შეფერხებების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება.
17-კილომეტრიანი შემოვლითი გზის დასრულებით, აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის სრულფასოვანი სატრანსპორტო კავშირი შეიქმნება. პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის.
რთულ რელიეფზე მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვას. გზის მშენებლობით დაზიანებული ტყის საფარის აღდგენა პარალელურ რეჟიმში დაიწყება.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და ეკოსისტემას, რადგან ზუსტად ეს არის აბასთუმნის და ზოგადად ამ მხარის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენას იმ ადგილებში, სადაც დაზიანებები მოხდა“– აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო ობსერვატორიამდე მისასვლელი გზისა და ასათიანის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სპროცესს..
აბასთუმნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ურბანული განახლების პროგრამაც. ტენდერით გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტირებისა და მშენებლობის ხარისხს, რათა ინფრასტრუქტურა იყოს გამძლე და გრძელვადიანი.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ხარისხიანად, იყოს გამძლე და გაუძლოს მრავალ ათეულ წელს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აბასთუმნის განვითარებას ხელს უწყობს კერძო სექტორის მზარდი აქტივობაც. კურორტზე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად აბასთუმნის ახალი ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის განვითარებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და კურორტის აღორძინების პროცესის საფუძვლის ჩაყრისთვის.
1787394270
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო
იმედი გვაქვს, საკონსიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წარმოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმ...
1787392808
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალ...
1787391263
საზოგადოებასაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორი...
1787388960
მსოფლიოუკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია
უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლ...
1787386835
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. სამართ...



























