გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო
იმედი გვაქვს, საკონსიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წარმოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციას არაფერი გააჩნია და ერთმანეთში ჰაერისთვის მაინც ჩხუბობენ.
„სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ეცოტავა რომ 40-დან 4 მლნ-მდე დავიდა მყისიერად გვარამია, ამაზე პრეტენზია ჰქონდა, თქვა, რომ ასეთი დაბალი ფასი არ არისო. ანუ არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო. რა იყო, რამდენიმე დღეს მაინც ყოფილიყნენ 40 მლნ-იანი „ნაცმოძრაობის“ წევრები, გვარამიამ მყისიერად 4 მლნ-ზე ჩამოიყვანა. ეს ვაჭრობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. როგორც მათი დაპირებები და მოლოდინები ყოველთვის ჰაერი იყო, ასევე დღეს ჩხუბობენ ერთმანეთში ჰაერისთვის. არაფერი არც ერთს არ გააჩნია, მაგრამ მაინც ბრძოლობენ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არის კარგი. იმედი გვაქვს, საკონსიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წარმოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის დაადასტურა, რასაც „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დიდი ხნის წინ ამბობდნენ. მაშინ როდესაც ნიკა გვარამია, რუსთავი 2-ის გაძარცვისთვის იხდიდა სასჯელს, ეს სტრასბურგმაც დაადასტურა და ახლა ანა წითლიძემაც. რაც შეეხება გვარამიას მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ 4 მილიონად შეფასებას, ამ შემთხვევაში საააკშვილმა დაადასტურა, რომ ისინი უფრო ძვირად იყიდებიან.
1787386180
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...
1787384975
საზოგადოებადაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი...
1787382236
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის...
1787380474
სპორტი22 აგვისტოს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს, 22 აგვისტოს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გასულ თვეში, 11 ივლისს კონტინენტის პირველობა მოიგო და ხალიჩაზე...
1787378990
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 22 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +...



























