„აუცილებელია აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ, ჩვენც მოგვიწევს რუსეთთან საუბარი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები“ - მაჭავარიანი

„რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ამას ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და შესაბამისად, აუცილებელი არის, რომ აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოსაც მოუწევს რაღაც ეტაპზე რუსეთთან საუბარი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები.
„ისევ დაუბრუნდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მისი მიმდევრების გარკვეული ნაწილი იმ რიტორიკას, რა რიტორიკითაც მოიხსენიებდნენ ბატონ ტრამპს გასული 4 წლის განმავლობაში. თითქოს ის არის - რუსეთის აგენტი და პუტინის კაცი, ეს არის - აბსურდი. ბატონი ტრამპი არის აშშ-ის პრეზიდენტი და პირველ რიგში, იგი ემსახურება თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ინტერესებს და რა თქმა უნდა, როდესაც ომი უნდა დასრულდეს და ომის ერთი მხარე არის რუსეთი, შენ უნდა დაჯდე და რუსეთთან ისაუბრო.
ჩვენც მოგვიწევს რაღაც ეტაპზე და შეიძლება გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ისე სწრაფად იცვლება, რუსეთთან საუბარი დაჩქარდეს, ვინაიდან, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ტერიტორიები და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი უნდა შედგეს დეოკუპაციასთან დაკავშირებით. თუ ვინმე იმას მიიჩნევს, ჩვენ აფხაზ და ოსს დებთან და ძმებთან შერიგება ისე შეიძლება მოხდეს და ჩვენი ტერიტორიის ისე შეიძლება შედგეს რომ ამაში რუსეთი ჩართული არ იყოს, რა თქმა უნდა, ის ძალიან ცდება. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის საუბრები.
აშშ რუსეთს რომ არ ესაუბრებოდეს მაშინ რა ხდება? უკრაინა უნდა დაინგრეს თავიდან ბოლომდე და ის 20 თუ 25%, რაც ოკუპირებული არის 100-ვე პროცენტი უნდა იყოს ოკუპირებული?! ან თუ ნატო ჩაერთვება ამ ომში, მაშინ რა ხდება? რატომ არ იაზრებს ამას ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი ამომრჩევლის რაღაც ნაწილი, ბირთვულ ომში, მესამე მსოფლიო ომში უნდა გადაიზარდოს ეს ყველაფერი?! რა თქმა უნდა, ეს ომი უნდა დასრულდეს, ამას ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და შესაბამისად, აუცილებელი არის, აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ.
როდესაც კონტაქტი წყდება მაგ შემთხვევაში იწყება კონფლიქტი და კონფლიქტი ვერ გადაიჭრება თუ ეს კონფლიქტი არ არის ამდგარი და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს კონტაქტი აღდგა და შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯები იქნება და შეიძლება თებერვლის ბოლომდე შეხვდნენ ერთმანეთს ტრამპი და პუტინი ერთმანეთს. რაც უფრო მალე დაასრულებენ ამ ტრაგედიას, მით უკეთესი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინელებისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მით უკეთესი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1740169597
სპორტითორნიკე შენგელია: საოცარი გრძნობაა, ევრობასკეტზე მეექვსედ გავედით, ამაყი ვარ ჩემი გუნდით
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და ეს წარმ...
1740169538
სპორტიმადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. „რა თქმა უნდა, ემოციების...
1740168754
საქართველოროგორი ამინდი იქნება 22 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
22 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -13 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +3 - უ...
1740166997
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლო...
1740164856
ახალი ამბებისაქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დ...