„ბანერებით ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“, შემდეგ დაბულინგდა, გარე უფროსებისგანაც, შეიძლება, საყვედური მიიღო და მოუწია ბანერის აღება“ - მაჭავარიანი გახარიაზე

„ჩემი ვარაუდით, ამ ბანერებით გიორგი გახარია ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, საერთო გარე უფროსებისგანაც საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სამი ოპოზიციური გაერთიანების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „გახარია news საქართველოსთვის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ბანერს.

მისი თქმით, თუ ისინი [გახარიას გუნდი] განცხადებას შეიტანენ პარლამენტში მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა „მყისიერად დაუკმაყოფილებს“.

„გუშინ ვიხილეთ ქარდების კამპანია გახარიას პარტიის მხრიდან. სერიოზული ბულინგი წავიდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობიდან“. შემდეგ მათ ეს ქარდები აიღეს. როგორ შეთანხმდებიან, ჩვენთვის საინტერესო არ არის. უფრო სწორად, რა დავალებაც წამოვა, იმის მიხედვით იმოქმედებენ.

თუ არ ვცდები, მაისამდე არის ის ვადა, როცა პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ავტომატურად შეუწყდებათ მანდატები ან პირადი განცხადებები უნდა შემოიტანონ, რასაც მყისიერად დავუკმაყოფილებთ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ძალიან საინტერესო იყო ქარდები, როდესაც ბატონმა გახარიამ „ნაცებად“ მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ღიმილის მომგვრელია. ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებ, რომ გიორგი გახარიას კოალიცია აქვს გაფორმებული ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ეს ნურავის დაავიწყდება.

ჩემი პირადი ვარაუდია, რომ ამ ბანერებით იგი ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, მათი საერთო გარე უფროსებისგანაც ამის გამო საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738847082

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8224 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1738845801

ახალი ამბები

11 თებერვლიდან თბილისი - ოზურგეთის მიმართულებით სწრაფი მატარებელი იმოძრავებს

საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.  „გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტ...

ააა

1738844407

ახალი ამბები

„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება - ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ“ - გიორგი გამსახურდია

ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია. „ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრე...

გიორგი გამსახურდია

1738842470

ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე - ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგია...

საქართველოს პარლამენტი

1738841500

მსოფლიო

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩია

ბერძენმა კანონმდებლებმა პრეზიდენტის არჩევა მესამე მცდელობაზეც ვერ შეძლეს. ამის შესახებ Kathimerini იუწყება. პრეზიდენტობის კანდიდატმა კონსტანტინოს ტასულასმა 160 ხმა მიიღო. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მესა...

საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩია