პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე - ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძის და ლევან ძნელაძის კანდიდატურა წარადგინა.

დეპუტატებმა ოთხივე კანდიდატურა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.

როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.

„წელიწად-ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას და ეროვნულ ბანკს უწევდა ცხრიდან ხუთი წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნების და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შევძელით საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738840445

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს: მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეებს მოვახმართ

„მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ...

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძე

1738838614

მსოფლიო

ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯან...

ბაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა

1738837422

მსოფლიო

პუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გაგლოევს 6 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა. ვლადიმერ პუ...

პუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა

1738835660

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი

„ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1738834873

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...

ირაკლი კობახიძე