IDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/06/25306/giorgi-kldiashvili_w_h.jpeg)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის 4 ეპიზოდში ედავებოდა. შსს-ს წარმომადგენელი თვლიდა, რომ 23 და 24 დეკემბერს, ასევე 4 და 6 იანვარს რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა არ იყო და გზა ხელოვნურად გადაიკეტა.
როგორც კლდიაშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციებზე თითქმის ყოველდღიურად დადის და სადავო დღეებში ხალხის რაოდენობა გზის გადაკეტვის ლეგიტიმურ საფუძველს იძლეოდა.
კლდიაშვილის ადვოკატი გიორგი დავითური მიიჩნევს, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ 112-ის გარე სამეთვალყურეო კამერების კადრები მტკიცებულებებად არ უნდა ჩათვლილიყო. მისივე თქმით, კადრების ნაწილში საერთოდ ვერ ხდებოდა კლდიაშვილის იდენტიფიცირება, ნაწილი კი ახლო ხედით იყო გადაღებული და ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლებელი იყო.
მანამდე ადვოკატმა ოთხი სხვადასხვა ეპიზოდის ერთ წარმოებად გაერთიანება მოითხოვა, შუამდგომლობა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დააკმაყოფილა. არ დაკმაყოფილდა კლდიაშვილის ადვოკატის მოთხოვნა, კონკრეტული სამართალდამცველების გამოკითხვასთან დაკავშირებით.
1738845801
ახალი ამბები11 თებერვლიდან თბილისი - ოზურგეთის მიმართულებით სწრაფი მატარებელი იმოძრავებს
საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტ...
1738844407
ახალი ამბები„ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება - ზუსტად ამერიკის მთავრობა დაასრულებს ამათ“ - გიორგი გამსახურდია
ვინმე ნაც-აქტივისტკა, მიქიაშვილი ტრამპის და მისი პატრიოტული გუნდის მოძულე ახლა პრო-ამერიკელად გვევლინება, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია. „ამ უსახურ და უმგვანო არსებას, ასევე მის თანამოაზრე...
1738842470
ახალი ამბებიპარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე - ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგია...
1738841500
მსოფლიოსაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩია
ბერძენმა კანონმდებლებმა პრეზიდენტის არჩევა მესამე მცდელობაზეც ვერ შეძლეს. ამის შესახებ Kathimerini იუწყება. პრეზიდენტობის კანდიდატმა კონსტანტინოს ტასულასმა 160 ხმა მიიღო. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მესა...
1738840445
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს: მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეებს მოვახმართ
„მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ...