დიმიტრი ხუნდაძე: დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებასაც და აუცილებლობასაც, რომ ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი შევთავაზოთ საზოგადოებას, რათა მათ მეტი იცოდნენ
გახსოვთ, ალბათ, რომ წინაზე ჩვენ შემოვიტანეთ FARA-ს მსგავსი ვერსია, ოღონდ ბევრად მსუბუქი ქართული კანონი, რომელიც არ ეხებოდა ფიზიკურ პირებს, არ გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ მოიცავდა არასამთავრობო სექტორის გაუქმებას, არამედ, მხოლოდ რეგისტრაციას მოითხოვდა მათგან და ა.შ. მაგრამ, ამას რომ რუსული დაარქვეს რადიკალებმა, მათ, საპასუხოდ, მეორე ვერსია შევთავაზეთ, ის, რაც დღეს უკვე უმრავლესობის ლიდერმა გამოიტანა, ანუ, ამერიკული კანონის, FARA-ს პირდაპირი თარგმანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებასაც და აუცილებლობასაც, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამერიკული FARA-ს ზუსტი ასლი შესთავაზოს საზოგადოებას, რათა მათ მეტი იცოდნენ.
„მაშინაც ამერიკული FARA-ს პირდაპირი ანალოგი იმიტომ შევთავაზეთ, რომ ეს არგუმენტი, თითქოს ჩვენს მიერ წარდგენილი კანონი რუსული იყო, გაგვექარწყლებინა. თუმცა რადიკალებმა მაინც იმავეს მტკიცება გააგრძელეს. მათთვის მთავარი იყო, რომ აგენტურული ქსელი არ შესუსტებულიყო, ქვეყნის მიმართ მათი ავი ზრახვები გამჭვირვალე არ გამხდარიყო, ფინანსები არ მოჰკლებოდათ და ქართულ საზოგადოებას არ სცოდნოდა მათ შესახებ ის ინფორმაცია, რაც, მაგალითად, აშშ-ის საზოგადოებამ იცის. ამიტომ ის ქართული, მსუბუქი კანონიც არ გაითვალისწინეს და არ დარეგისტრირდნენ. დღეს რეალობა იძლევა იმის საშუალებასაც და აუცილებლობასაც, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს. ამაზე საუბრობს უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ მათი მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები არათუ სხვა ქვეყნების საზიანოდ, არამედ თავად აშშ-ის საზიანოდ იხარჯებოდა. ამიტომაც გააუქმეს USAID-ი. რასაც ვამბობდით, სწორედ ის დადასტურდა და ის გაიმეორეს აშშ-შიც", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
1738855231
ახალი ამბები„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში...
1738854238
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპული არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. არსებული ცნობით, ისინი გუშინ, ბრძოლაში დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფ...
1738850094
ახალი ამბებიIDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯა...
1738849038
ახალი ამბები„ბანერებით ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“, შემდეგ დაბულინგდა, გარე უფროსებისგანაც, შეიძლება, საყვედური მიიღო და მოუწია ბანერის აღება“ - მაჭავარიანი გახარიაზე
„ჩემი ვარაუდით, ამ ბანერებით გიორგი გახარია ცდილობდა, თითქოს გამიჯვნოდა „ნაცმოძრაობას“. შემდეგ ძალიან დაბულინგდა. შეიძლება, საერთო გარე უფროსებისგანაც საყვედური მიიღო და მოუწია ბანერების აღება“, - ამი...
1738847082
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8224 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...