ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შესახებ საზღვაო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შესახებ საზღვაო სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში.

02 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride.

ტრანზიტული ტვირთი - 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით.

ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ.

შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას",- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍 "რუსმა სამხედროებმა მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალიზე" შტურმი დაიწყეს" - "უკრაინსკაია პრავდა"

📍 "ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა" - გოგა ჩანადირი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791281888

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათი ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ

„4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მ...

რატი იონათამიშვილი:

1791281702

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე

„საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება...

შალვა პაპუაშვილი

1791281274

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. 27 წლის ქართველმა ბრაზი...

ეთერ ლიპარტელიანი

1791278715

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791278701

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება - რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო, თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ - მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე. მისი თქმი...

გურამ მაჭარაშვილი