გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება - რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო, თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ - მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე. მისი თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხ ოქტომბერს დაიწყეს და ოთხშივე დაამთავრეს რადიკალური პროცესები, შემდეგ კი ხუთ ოქტომბერს დაიწყეს დანაშაულის აღიარებები, რაც ახლაც გრძელდება. რადიკალები მიხვდნენ, რომ მხარდამჭერი აღარ ჰყავთ და მათი მიზნები გაიშიფრა - საქართველოში აღარასოდეს უნდა მოხდეს რევოლუციები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ა.შ. მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება - რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ - მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც. ხომ ამბობენ, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა?!“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1791276586
ახალი ამბებიგომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ბანაკის მონაწილეებთან ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელი...
1791276155
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიეტნამის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიეტნამის ახლადდანიშნულ ელჩთან (რეზიდენციით ქ. ასტანა) ნუენ თან ლესთან. შეხვედრაზე მხარ...
1791275782
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებ...
1791274313
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები
4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ო...
1791273795
საზოგადოებაწიქარიშვილი დავითაძის საქმეზე: კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას არაკანონიერს აკეთებს და იცის, კამერა უყურებს, შეეცდებოდა კამერისგან დაფარვას, არცერთი მათგანი კამერისკენ არ იყურება
იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთ...


























