ბესო ხარძიანი: მითხრა, ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად კარანტინში და მის გამო მთელ პატიმრებს გვცემდნენო

ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო და რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო, - განაცხადა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, 2011 წლის 16 თებერვალს ბესო ხარძიანს იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რის შემდეგაც მოათავსეს გლდანის N8 დაწესებულებაში და მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა.

„2011 წლის 16 თებერვალს მამაჩემს აჩერებენ ვარაზისხევში, დაახლოებით იქ სადაც ესტაკადა მთავრდება, სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. ეს 2011 წელია და ამდენი ვიდეოთვალი ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე და ათივე არის თანამშრომელი, მათ შორის ერთზე უნდა ვთქვა, დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვდით, ერთ-ერთი არის მესხი, რომელიც მამაჩემს პირში წამალს აყრიდა და თუ არ ვცდები სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც და მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ. იმიტომ არ ვიძახი რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს მას და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს ეს მე არაფერს არ მომცემს, უბრალოდ ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს.

მამაჩემი მარტო ბრძანდებოდა, გამოვიდა შეხვედრიდან და სადაც მოვყევი კონკრეტულად გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული ეგრეთწოდებული, მერე გავიგეთ ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, ბოდიში და ის გადმოაბრუნა უკან და მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება.
შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად ორგანიზმში გახსნილიყო ეს ნივთიერება, გადაიყვანეს უკვე სადაც საჭირო იყო. იქ რა თქმა უნდა უკვე ამოუგდო ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს უკვე დროებით იზოლატორში. ესე დაიწყო.

შემდეგ უკვე 2011 წლის 18 თებერვალს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ვინც იმ დროს ციხეში იჯდა ალბათ ყველას ემახსოვრება ე.წ. კორიდორი, რომელიც მამაჩემმაც გაიარა, ცემა-ტყეპით, როგორც ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა და იმდროინდელი გლდანის ციხის კარანტინი ორი კვირით ყველა დამერწმუნება ვინც იცის და ვინც იქ ნამყოფია ძალიან დიდი დრო არის. ორი კვირა გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში. მათ შორის ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო და რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო. რომ ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს ვუსვამდი, რა ხდებოდა რომ აღეწერა, ვთხოვე, რომ არ მოეყოლა ქალებისთვის ოჯახში და მე და ის ვსაუბრობდით ცალკე, სახლში მოვიდა ჩვენთან და გაგვცენო უბრალოდ. ამაზე პასუხი იყო რომ ღამის სამ საათზე მამაშენს როდესაც ეძინა შემოვარდებოდნენ - „ხარძიანი რა გაყვირებს?“, ამ დროს ეძინა მამაშენსო, გაჰყავდათო და მასთან ერთად რამდენიმე კაცსაც ხანდახან უწევდაო, რომ არ გამოჩენილიყო ისე თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი“, - განაცხადა ბესო ხარძიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743098095

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: შევარდნაძის დროს, როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოშლილი იყო, მაშინ ხდებოდა აფხაზეთიდან დაღუპულთა საფლავების მოძიება და გადმოსვენება და სააკაშვილმა ჩაშალა ეს პროცესი

 აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების საფლავების მოძიებისა და გადმოსვენების თემას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობ...

სოზარ სუბარი

1743096305

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელებს შეხვდა

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ რეჯინა დე დომი...

მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელებს შეხვდა

1743095077

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ

 უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უ...

მამუკა მდინარაძე

1743093574

ახალი ამბები

მდინარაძე: აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

 შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლა...

 მამუკა მდინარაძე

1743093102

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები

 საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...

მამუკა მდინარაძე