ბიძინა ივანიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ტვ პირველი

ბათუმის კლინიკა "მედცენტრი" რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული იყო, რადგან იქ ბიძინა ივანიშვილი კვლევებზე გადაიყვანეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაიკეტა კლინიკამდე მისასვლელი გზები, შენობაში არავის უშვებდნენ.
პაციენტები და მედპერსონალი კი, ვინც უკვე შიგნით იმყოფებოდა, კედელთან ზურგით დააყენეს, რომ ოლიგარქი არ დაენახათ.
დაცვამ მედპერსონალს მობილურები ჩამოართვა, რომ ვინმეს ივანიშვილისთვის ფოტო არ გადაეღო
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ივანიშვილმა კლინიკაში დაახლოებით ერთი საათი გაატარა. მას მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარდა.
გადაიკეტა 26 მაისისა და პუშკინის ქუჩა.
რის შემდეგაც მოვიდა სახელმწიფო დაცვის მანქანები, შემდეგ პირადი დაცვის მანქანები და მას მოჰყვა ბიძინა ივანიშვილი.
კლინიკაში იყო სრული იზოლირება, მედპერსონალს არ შეეძლო გადაადგილება, აიძულეს, კედლისკენ მიტრიალებულიყვნენ, რომ ბიძინას სახე არ დაენახათ.
ერთი საათის განმავლობაში ბიძინა იმყოფებოდა ემერტეს განყოფილებაში, სადაც სავარაუდოდ ხერხემალზე ჩაიტარა გამოკვლევა.
როგორც კი დატოვა კლინიკა, ნახევარ საათში აღდგა მუშაობა- ყვება ,,ტვ პირველთან" თვითმხილველი.
,,პირველებმა" ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა და ყველა ადასტურებს, რომ ოლიგარქი ბათუმის კლინიკაში კვლევებზე ნამდვილად იმყოფებოდა.
თუმცა ჯერ უცნობია, ეს იყო გეგმიური, თუ გადაუდებელი შემოწმება, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი ქართველი ექიმების მომსახურებით არ სარგებლობს და როგორც წესი გეგმიურ შემოწმებაზე საზღვარგარეთ დადის.
წყარო: ტვ პირველი
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...
1749221146
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ
მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...