ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პატიმარი ჯემალ ლეონიძე სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ „აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე“.

ბიზნესმენი დეტალურად საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს თავისი ქონების ჩამორთმევის შესახებ ფაქტებზე, სადაც ერთ-ერთი შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი „თიბისი“ ბანკის სახელით“ ხდებოდა.

„ყველაფერი, რასაც ვამბობ, არის მემორანდუმის ტექსტში და სხვა დოკუმენტებში, რაც მე გამოძიებისთვის მაქვს მიწოდებული პატიმრობაში ყოფნის დროს, თუ შემდეგ. მანამდე რომ დავთვალეთ ქონება 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის, „მაგნატის“ პროფილური ქონებები. ანუ, რაც კონკრეტულად ბენზინ საქმიანობას უკავშირდებოდა, დანარჩენი მე სხვა ქონებებიც მქონდა: რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, მაგრამ პირობა იყო, რომ უნდა გამომთავისუფლებულიყო და მხოლოდ პროფილურ ქონებებში დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყვნენ წილში. 30 მილიონ დოლარამდე გამოვიდა შეფასება, რომელსაც აფასებდნენ „თიბისი“ ბანკის პროფესიონალური ჯგუფი, რომლის საფუძველზე გასცემენ სესხებს მანამდეც და ახლაც. ჩემი მხრიდან ვიყავით მე და ბატონი ნოდარი [ხადური].

30 მილიონიდან 7,5 მილიონი დოლარი უწევდა 25 პროცენტს. აქციონერებად შემოვდივართო, მეგობრები უნდა ვიყოთო, მოკლედ სამ მილიონს გადავიხდითო, ესეც ხუთი წლის შემდეგ. ფაქტობრივად გამოდის, ოფციას ყიდულობდნენ, ხუთი წლის შემდეგ იხდიდნენ სამ მილიონ დოლარს. მე გაჩერებული ვარ, საბრუნავი სახსრები არ მაქვს, სხვა გამოსავალი არ მაქვს. არადა, ცუდ პირობას არ მეუბნებოდა. მე ფული სახლში დასადებად რად მინდოდა შვიდის მაგივრად სამი მომცეს, მაგრამ კომპანია იმუშავებს, ხალხი დასაქმდება, მეც სიკეთე მექნება და სხვასაც. დავთანხმდი ამ სამ მილიონს. ეს იყო პირველი პირის შეცვლა, რაც გააკეთეს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

გავაფორმეთ ეს მემორანდუმი, 2009 წლის 27 მარტს, მგონი არ ვცდები, ჩემი მხრიდან ხელს აწერს ნოდარი, მე და იმ მხრიდან ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი მაშინაც და დღესაც. ეს დოკუმენტი გამოძიებაში დღესაც დოკუმენტად დევს. იქ ასახულია, რომ ეს სამი მილიონი უნდა მიიღოს კომპანიის დამფუძნებელმა ამ ხნის განმავლობაში და პირობად იყო ჩადებული, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა ან მე უნდა მეყიდა ის 25 პროცენტი, რისი ყიდვის სურვილიც მათ ჰქონდათ, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. ეს თავიდანვე ჰქონდათ ჩადებული, რომ იქნებ უცხოელზე გავყიდოთ უფრო მეტ თანხას გადაიხდისო.

მე [ვთქვი], გაყიდვის სურვილი არ მაქვს, ჩემი შექმნილია, სისხლი მაქვს ჩაქცეული და თუ ვიყიდი მე ვიყიდი მეთქი. კარგიო, ყველაფერზე თანხმდებოდნენ. პირობაა კიდევ ჩადებული, რომ კომპანიის რებრენდინგისთვის, განვითარება, საბრუნავი თანხა, ახალი ავტოგასამართი სადგურების ყიდვა პირველ ეტაპზე, 20 მილიონი დოლარი უნდა ჩადონ ამ საქმიანობაში. ეს ყველაფერი „თიბისი“ ბანკის სახელით ხდება. აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე“,- განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743095077

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ

 უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უ...

მამუკა მდინარაძე

1743093574

ახალი ამბები

მდინარაძე: აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

 შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლა...

 მამუკა მდინარაძე

1743093102

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები

 საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...

მამუკა მდინარაძე

1743092466

მსოფლიო

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ალი იერ...

თურქეთი

1743087496

საზოგადოება

ზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით

მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გე...

ზაზა გოგავა