ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.-მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი.-ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადგინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1753987555
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: კახა მართლაც უალტერნატივოა. გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ და დღეს, ეს შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ რომ გადავხედოთ რა იყო 8 წლის წინ და დღეს, უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა
„ქართულ ოცნებაში“ იმის კომფორტი გვაქვს, რომ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წარსულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალზე ვილაპარაკოთ. კახა მართლაც უალტერნატივოა, - განაცხადა საპარლამ...
1753987509
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები ამ სიტყვის ვიწრო გაგებით
ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები ეხება ერთ რამეს - ეს არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქები და სოფლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის პოლიტ...
1753987461
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრობის კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი და პატიოსნება იქნება მთავარი კრიტერიუმი, რითაც კანდიდატებს შევარჩევთ
როგორც მერობის, ისე საკრებულოს წევრობის კანდიდატურები იქნება საუკეთესო შემადგენლობა. შეიძლება მომავალში, ოთხ წელში კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს ყველაფერი, მაგრამ გამოცდილებაზე დაფუძნებული პროფესიონალიზმი დ...
1753985809
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ...
1753985761
საზოგადოებაპრემიერი: სახელმწიფო იყო მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება
სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შ...