პრემიერი: სახელმწიფო იყო მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში, ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.

„ძალიან მარტივადაა საქმე - სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა, სწორედ, მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754057969

საზოგადოება

ნინო წილოსანი: თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს

თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, ვაშინგტონის სა...

ნინო წილოსანი

1754057559

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებითდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისუკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოშიუკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირსბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმ...

პროკურატურა

1754054414

ახალი ამბები

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურა

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო,...

ეროვნული გალერეა

1754053607

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7050 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7061 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1754052616

საზოგადოება

ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს....

გია ვოლსკი