ბოლო 6 თვეში ავარიებს საქართველოში 221 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3 538

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 221 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

6 თვეში სულ 2 572 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათ შორის 92 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 3 538 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 5 574 ხანძარი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 32 ადამიანი და ტრავმა მიიღო 98-მა მოქალაქემ. ხანძრის შედეგად 195 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკას, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში მოძალადეთა რაოდენობამ 3 735 ადამიანი შეადგინა. მათგან 3 152 კაცი, ხოლო 583 ქალი იყო. ექვსი თვის მონაცემებით, მსხვერპლი 4 002 ადამიანია. აქედან 3 345 ქალი და 657 კაცი. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორისაა 13 წელზე უმცროსი ასაკის 131 ბავშვი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში - 1 893 ადამიანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი - 430 ადამიანი და კახეთის რეგიონი - 414 ადამიანი.

საქსტატის თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში ტრეფიკინგის მუხლით 4 დანაშაულია ჩადენილი და აქედან ერთი საქმეა გახსნილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ძალიან  ადრე  წავიდა ... - თამარ გვერდწითელის ამაღელვებელი გამოსათხოვარი წერილი მამუკა ონაშვილს

🔵„საქართველოში ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის, ყველამ ვიცით…“- რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

🔵ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 5 აგვისტოს?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757694265

ახალი ამბები

„სკოლის ანგარიშიდან 2 161 806 52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო“ - დაკავებულია სკოლის ბუღალტერი

 საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს...

დაკავება, პოლიცია

1757692009

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...

მარიამ ქვრივიშვილი

1757689070

საზოგადოება

ნათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...

ნათია თურნავა

1757688355

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...

ვახტანგ ცინცაძე

1757687990

მსოფლიო

ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია

ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...

ტაილერ რობინსონი