ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სახეობების აღდგენის მიზნით 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სახეობების აღდგენისა და პოპულაციების გაძლიერების მიზნით, 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„კაკაბი და გნოლი საქართველოს ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი ფრინველთა სახეობებია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მათი ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა.

სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანი იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნება და მათი ბუნებრივი
პოპულაციების გაძლიერებაა.

სახეობების პოპულაციების აღდგენისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები მიმდინარე პერიოდში განხორციელდა ალგეთის, თბილისის, მარიამჯვრის, კოლხეთისა და ტანას დაცულ ტერიტორიებზეც.

ფრინველები აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებს საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, აფინანსებენ უნიკალური ფრინველთა სახეობების გამრავლებასა და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებას. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი არის დაბრუნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791528066

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნი...

 ნარკოტიკი

1791526990

საზოგადოება

დაკავებულმა არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ კაცს - დაკავებულია ბებია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმა...

დაკავება დაკავება

1791526668

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მოსწყინდა ბატონ პაატას ციხეში ყოფნა და სურს გამოსვლა, მაგრამ თან თითქოს სახის შენარჩუნებაც უნდა თავისი რევოლუციური გაგებით, ერთია ფაქტი - ყველამ უნდა აღიაროს დანაშაული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვინც აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება. „მოსწყინდა ბატონ პაატას ციხეში ყოფნა და ახლა სურ...

დავით მათიკაშვილი

1791526105

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია მდარე ხარისხის საპნის ოპერის გაგრძელებას ჰგავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მიღებული რიგით მეცხრე რეზოლუციით ცდილობს, ოპოზიციურ პარტიებს ახალი სიცოცხლე შესძინ...

არჩილ გორდულაძე

1791525173

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვ...

ბექა ძამაშვილი