პრემიერი: 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ, მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნიდან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა დანახარჯი
„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში, 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ.
მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს.
ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1791531141
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: 2027 წლის პირველი იანვრიდან უშუალოდ სარკინიგზო ხაზზე მომუშავე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით გაიზრდება
154 წელია, საქართველოს რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონული მიმოსვლისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...
1791530608
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება
ის შედეგები, რაც გვაქვს საქართველოს რკინიგზაში, არის მთლიანობაში რკინიგზელთა არაერთი თაობის შრომის შედეგი, ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანა...
1791530124
ახალი ამბებიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სახეობების აღდგენის მიზნით 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სახეობების აღდგენისა და პოპულაციების გაძლიერების მიზნით, 100 ფრთა კაკაბი და 100 ფრთა გნოლი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ინფორმაცია...
1791529555
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამო...
1791528630
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კომპლექსურ...


























