ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ტყის მასივში რამდენიმე ხანძრის კერა და ძლიერი გაკვამლიანება შეინიშნება. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფი. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ.
ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ლოკალიზაციის სამუშაოებში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც გაჩნდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დაჭრილი 28 წლის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
🔵დაკარგული გოგონა 9 წლის შემდეგ იპოვნეს – ის საშინელი ძალადობის შესახებ ყვება
1793619193
საზოგადოებაპრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...
1793618667
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება
„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...
1793618581
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დიპლომატებო, ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს საქართველოა
„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპ...
1793614506
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში აქციები ძალადობრივი იყო, თუმცა ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსად უნდა შეფასდეს საქართველოში გამართ...
1793612834
ახალი ამბები4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თ...


























