ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში აქციები ძალადობრივი იყო, თუმცა ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსად უნდა შეფასდეს საქართველოში გამართული აქციებიც, სადაც ანალოგიურად ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას.

მისი თქმით, ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„შეუძლებელია, მსგავსება ვერ დაინახო საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ეს იყო ძალადობრივი აქციები. შეფასებები განსხვავებული იყო. ევრობიუროკრატების პირდაპირი ინტერესი იყო, რომ საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აგენტურას ჩაენაცვლებინა.

აქედან გამომდინარე, ისინი აქციების შეფასებაში იტყუებოდნენ და ამბობდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია იყო. ახლა ევროპის ქვეყნებში ანალოგიურს ვყურებთ, ანალოგიურად ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას. ამ შემთხვევაში, ისინი ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და ამბობენ, რომ ძალადობრივი იყო. ვეთანხმებით, რომ ეს აქციები ძალადობრივი იყო, მაგრამ ძალადობრივი იყო საქართველოს შემთხვევაშიც.

მიუღებელია, როცა ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, რადგან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები. მათივე გაგმირებული იყო ლაზარე და მსგავსი ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ მცდელობა, პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ. მათი ინტერესი იყო, რომ საქართველოში ისეთი ქაოსი ყოფილიყო, ვითარება უმართავი გამხდაროყო.

ბოლოს კი, ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო და ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც საქართველოს პროქსი ქვეყნად გადააქცევდა. სწორედ ამის გამო დაიწყო ქვეყანაზე თავდასხმები“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793604729

საზოგადოება

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტრო...

ცესკოს განცხადება

1793603629

ახალი ამბები

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...

თაღლითობის ბრალდებით

1793602664

ახალი ამბები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...

დაწყებითი საფეხური

1793602356

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...

პარიზში

1793598824

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს

ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...

გენო დავითაძე