„ბრალდებულმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს, რომელიც სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა“ - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს, რომელიც სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ყოფილი მეუღლის გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1784610509
საზოგადოებათბილისში მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო...
1784609317
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივლისს საქართველოში
21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1784579051
მსოფლიოThe New York Times: ირანის იერიშების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო ინფორმაცია გავრცელებული
პენტაგონი ძირითადად, არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმ ამერიკელი სამხედროების შესახებ, რომლებიც ირანის თავდასხმების შედეგად ამერიკულ ობიექტებზე დაშავდნენ და მიზეზად „ოპერატიულ უსაფრთხოებას“ ასახელებს, - აღ...
1784575345
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 20 ივლისის ღამიდან 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის ღამის საათებიდან 21...
1784571373
მსოფლიოტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძალიან ძვირი დაუჯდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ. „ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძა...


























